კედლები

სარემონტო კომპანია “რეკრე” – კედლები

კედლების დიზაინის ორი გავრცელებული ვარიაცია არსებობს. პირველი ვარიანტია, როდესაც კედელი არის სადა, არანაირი ზედაპირით არ არის დაფარული. ამდაგვარი კედლები ძირითადად თეთრი ფერისაა. ხშირია შემთხვევები რომ თეთრი კედლები ფორმდება სხვადასხვა სახის დეკორით, რაც მას დამატებით სილამაზესა და იერსახეს აძლევს. თუ თქვენ თეთრ კედელზე გააკეთებთ არჩევანს, მაშინ კარგად უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი, დანახული ის კრეატივი, რითაც გააფორმებთ მას სამომავლოდ. ამდაგვარ კედელს თავისი პლუსები და მინუსები ცხადია აქვს. იგი ჭუჭყიანდება ძალიან მარტივად, მაგრამ მისი გამოსწორება, ხელახლა გადაღებვაც მარტივია. 

მეორე ვარიანტი კი, ამ დრომდე ყველაზე მეტად გავრცელებული, შპალერია. შპალერი კედლების გაფორმების ოპტიმალური საშუალებაა. დღესდღეობით შაპლერების უამრავი განსხვავებული ვერსია არსებობს, რაც მომხმარებლისთვის დიდ კომფორტს ჰქმნის. მისი უპირატესობა ისაა, რომ თავიდან აგაცილებთ ხშირ რემონტს. მას გამძლეობა და ამტანობა ახასიათებს. შპალერის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ სად აკეთებთ რემონტს, რა ტემპერატურა იქნება იმ ოთახში, რაოდენ მოხდება კედლების დასვრა (არსებობს შპალერების ისეთი სახეობები, რომლებიც ირეცხება).

Call Now Button