ლამინატი

როდესაც იატაკის დაგება გსურთ სწრაფად და მარტივად, თან ისე რომ სახლი მეტად მყუდრო და კომფორტული გახდეს, ლამინატი შესანიშნავი ალტერნატივაა. ინტერიერში იატაკი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და დიზაინში ხის იატაკი ყოველთვის დიდი მოწონებით სარგებლობს. ლამინატი ძალიან კარგი, ხარისხიანი და ბიუჯეტური გადაწყვეტილებაა.

თუ გსურთ თქვენს მიერ გაწეული ხარჯი იყოს მიზნობრივი ლამინატის ყიდვის პროცესში, აუცილებელია გაითვალისწინოთ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი: პირველი – ლამინატის გამძლეობა, რომელიც დამოკიდებულია მის სახეობაზე (მწარმოებელ ქვეყანაზე/ბრენდზე) და მეორე – მონტაჟის ხარისხი.

სანამ მონტაჟს დაიწყებთ დარწმუნდით, რომ იატაკი მზადაა ლამინატის დაგებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში საბოლოო შედეგი არ იქნება სასურველი. მალე დაზიანდება. კარგად დაგებული ლამინატის უპირატესობებია: ეკოლოგიურობა, დამონტაჟების სიმარტივე, მექანიკური ზემოქმედების შდეგად დაზიანების აღდგენა და ჰიგიენურობა.

იმისათვის, რომ ლამინატმა დიდხანს შეინარჩუნოს თავდაპირველი სახე, საჭიროა მისი სწორად მოვლა. ეს დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს – საკმარისია ყოველდღიურად მისი მტვრისგან გასუფთავება, კვირაში ერთხელ კი სველი წესით გაწმენდა.

მთავარია, სწორად შეარჩიოთ ხსნარები, რომელსაც სველი წმენდისთვის გამოიყენებთ. დააკვირდით შეფუთვას, ხსნარი სპეციალურად ლამინატისთვის უნდა იყოს განკუთვნილი და არა – ხის იატაკისთვის. ხის იატაკის საწმენდ სითხეებში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტი ლამინატის ზედა შრეს აზიანებს.

Call Now Button