სარემონტო კომპანია “რეკრე” – თბოიზოლაცია
ჩვენი რეკომენდაცია, თქვენი სახლი იყოს იზოლირებული სითბოს კუთხით. ამ სითბურ ეფექტს თბოიზოლაცია ეწოდება. თბოიზოლაციის დროს:
ნაკლები გადასახადი – თბოიზოლაციის დროს გაცილებით ნაკლები ინტენსივობითაა საჭირო გათბობა /გაგრილების ჩართვა. ასე რომ კომუნალური გადასახადი შესაბამისად მცირდება.
კომფორტი – შესაძლოა ტემპერატურა ჰაერში ძალიან განსხვავდებოდეს იმ ტემპერატურისგან, რომელიც არის კედლებში ან იატაკში. ამის გამო თქვენ შეიძლება მაინც შეგცივდეთ. თბოიზოლაციის დროს ტემპერატურა თითქმის იდენტურია, რაც ძალზედ სასიამოვნო და კომფორტულია.
ხარისხი – რემონტის დროს გამოყენებული მასალები დიდხანს ძლებენ.
ხმის იზოლაცია – მატერია არამარტო ტემპერატურის, არამედ ხმის იზოლაციასაც უზრუნველყოფს
გარემოზე ზრუნვა – რაც უფრო ნაკლებ გაზს იყენებთ საცხოვრებლის გასათბობად, მით მეტად ზრუნავთ გარემოზე – უფრო ნაკლები ინტენსივობით დააბინძურებთ მას, ვიდრე ადრე.
დაზოგე დრო, ენერგია და ფული. როგორ? ამის პასუხია თბოიზოლაცია. მისი დახმარებით სახლი ზამთარში ინარჩუნებს სითბოს ზაფხულში კი – სიგრილეს. თბოიზოლაციის დაყენება შეგიძლიათ სახლის ყველა შემადგენელ კომპონენტზე – იატაკი, კედლები, ფანჯრები, კარები… ყველა მათგანი გარკვეულ როლს თამაშობს ტემპერატურის დაკარგვაში. მაგრამ ყველაზე დიდი წვლილი მაინც კედლებზე მოდის.
მასალები რომლებიც თბოიზოლაციაში გამოიყენება სხვადასხვაგვარია. აქტიურად გამოიყენება ბამბა, სელი და სხვა. ხის მასალების გამოყენება კარგი გადაწყვეტილებაა მაშინ როდესაც გვსურს სახლი იყოს მეტად ენერგოეფექტური.