სარემონტო კომპანია “რეკრე” – როგორ შევარჩიოთ კაბელი სწორად?
რემონტის დაწყების დროს მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი კომპონენტია ნებისმიერი სახის კაბელების მდებარეობის/მიმართულების სწორად განსაზღვრა. მაგალითად: კაბალი განსხვავდება (და შესაბამისად მისი ფასი) იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებით იყენებთ მას და სად გინდათ მისი განთავსება/გატარება. ანუ თუ კაბელი გსურთ ეზოს გასანათებლად გამოიყენოთ, პირველ რიგში უნდა იცოდეთ სად გაივლის. თუ მას მიწაში მოათავსებთ, უნდა აარჩიოთ ისეთი, რომლიც უძლებს ტემპერატურას, მღრღნელებს და ა.შ. ასე რომ, გარემო პირობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რომელიც უნდა გაითვალისწინოთ.
რა უნდა იცოდეთ აუცილებლად კაბელის თაობაზე დამატებით? ყველა მათგანს აქვს თავისი მახასიათებელი – ტექნიკური მახასიათებელი, რომელშიც შედის:
მოქნილობის ინდექსი – რაც უფრო დრეკადია კაბელი, მით მაღალია მისი ხარისხი და გამძლეა.
ზომა/გამტარობა – ყველა მოწყობილობას განსხვავებული კაბელის შერჩევა სჭირდება, დისბალანსის შემთხვევაში შეიძლება დიდი ზიანის მომტანი გახდეს თქვენ მიერ არასწორად შერჩეული კაბელი.
ტემპერატურა – ყველა კაბელს აქვს ტემპერატურული ზღვარი, ის მუშაობს გამართულად გასაზღვრულ ტემპერატურამდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგად უნდა გქონდეთ გარკვეული თუ რა ტემპერატურას უნდა გაუძლოს, რათა არ მიიღოთ მოკლე ჩართვა.
რეკომენდაცია – ძირითადად გამოიყენება ალუმინისა და სპილენძის კაბელები. ალუმინის კაბელი შედარებით ბიუჯეტურია, მაგრამ ხარისხით სპილენძის გაცილებით უკეთესია. შეეცადეთ სახლში მუდმივად სპილენძის კაბელები გამოიყენოთ.