რამოდენიმე რჩევა რემონტამდე

სარემონტო კომპანია “რეკრე” – რამოდენიმე რჩევა რემონტის დაწყებამდე.

რემონტის დაწყებამდე სასურველია წინასწარ გავაანალიზოთ თუ რასთან გვექნება შეხება რემონტის დაწყებიდან – მის დასრულებამდე. პირველი არის დაგეგმარება. მნიშვნელოვანია იცოდეთ სარემონტო მასალების მიღების ვადები. სწორად უნდა გქონდეთ გათვლილი როდის მოხდეს მასალების შეძენა და როდის მოხდება მათი მოწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში გართულდება ჩაეტიოთ წინასწარ განსაზღვრულ სარემონტო ვადებში. ასე რომ, დრო ზედმეტად რომ არ გაიწელოს, საჭიროა წინასწარ იფიქროთ პროცესზე, ჯერ დაგეგმოთ და შემდგომ დაიწყოთ მოქმედება.

პროცესების გაპარალელება საკმაოდ ამცირებს რემონტის დროს. იმისთვის რომ რამოდენიმე საქმე პარალელურ რეჟიმში ვაწარმოოთ, საჭიროა ზუსტად ვფლობდეთ ინფორმაციას რემონტის სპეციფიკისა და სირთულეების შესახებ. მაგალითისთვის: იატაკზე მუშაობის პროცესისა და სახურავის განახლების პროცესის პარალელურ რეჟიმში წამატებით განხორციელება შესაძლებელია. არცერთ მათგანზე მუშაობა არ უშლის ხელს ერთმანეთს.

რემონტის გაკეთების დროს, ადამიანთა უმრავლესობა ცდილობს მოახდინოს ელექტრო გაყვანილობებისა და წყალგაყვანილობების რესტრუქტურიზაცია. საქმიანობის დაწყებამდე საჭიროა კარგად გააანალიზოთ სად რა ჩამრთველი ან დენცქვიტა უნდა დააყენოთ (ლოგინის გვერდზე, სამზარეულოში და ა.შ.) და რაც შეეხება წყლის დაქსელვას – მათი შეცვლა/განახლება ხშირად სავალდებულოც კია. მუშაობის დასრულების შემდეგ ნებისმიერ პრობლემას, რომელიც წყლის გაყვანილობას ეხება, უდიდესი ფინანსური ზარალი მოაქვს.

ჩვენი რეკომენდაციაა კარგად გქონდეთ დათვლილი და ზუსტად გქონდეთ ჩამოყალიბებული ის საჭიროებები რაც რემონტის დაწყების დროს დადგება დღის წესრიგში. შეიძინეთ ყველა დეტალი წინასწარ, რადგან რემონტის კეთების დროს მუდმივად გამოჩნდება ის წვრილმანი დეტალები, რომელის შეძენის პროცესი რემონტის სისწრაფეს შეაფერხებს.

Call Now Button